Thumbnail

ამბიციური ინტერ მაიამი - დევიდ ბექჰემს პატრიკ ვიეირას მიწვევაც სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერ მაიამი MLS-ში სადებიუტო სეზონისთვის სერიოზულად ემზადება
  • დევიდ ბექჰემის კლუბს ნიცას ამჟამინდელი თავკაცის მიწვევას აპირებს 

ამერიკული საფეხბურთო კლუბი ინტერ მაიამი, რომელიც MLS-ში დებიუტისთვის ემზადება, მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის კლუბი ამ თანამდებობაზე პატრიკ ვიეირასაც განიხილავს.

ლონდონის არსენალისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ამჟამად ნიცას წვრთნის, სადაც უკვე მეორე წელიწადია მუშაობს. გუნდი მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.

დევიდ ბექჰემსა და პატრიკ ვიეირას ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშიათ

პატრიკ ვიერიას ფეხბურთელობის დროს კანში, მილანში, არსენალში, იუვენტუსში, ინტერსა და მანჩესტერ სიტიში უთამაშია. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიოს (1998) და ევროპის (2000) ჩემპიონობა აქვს მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ 43 წლის პატრიკს MLS-ში მუშაობის გამოცდილებაც აქვს - ნიცაში მისვლამდე, ის 2016-18 წლებში ნიუ იორკ სიტის წვრთნიდა.

დევიდ ბექეჰმს სურს, გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ წამყვან კლუბად ჩამოაყალიბოს და ცდილობს, ევროპიდან რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დაიმატოს. მედიაში უკვე გაიჟღერა ფეხბურთელების გვარებმა, რომლებიც შესაძლოა ინგლისელის გუნდი აღმოჩნდნენ, მათ შორისაა ბარსელონას 32 წლის ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი, მადრიდის რეალის 34 წლის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი და მანჩესტერ სიტის 33 წლის ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვა.

თავის დროზე ბექჰემმა ახალი კლუბის უფლებებში $25 მილიონი გადაიხადა

ამერიკული პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი, რომელიც ფლორიდას შტატის ქალაქ მაიამიშია ბაზირებული და ინვესტორთა ჯგუფს "მაიამი ბექჰემ იუნაიტედს" ეკუთვნის, აშშ-ისა და კანადის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში 2020 წლიდან გამოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები