Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა

  • ლიდერთა სამეული უცვლელია: სამტრედია, ყვარელი, ტყიბული
  • საქართველოს გოგონათა ჩემპიონატი გაზაფხულზე განახლდება

საქართველოს ხელბურთის გოგონათა ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა. 13 გუნდი შეჯიბრებას გაზაფხულიდან განაახლებს, სეზონის ბოლოს კი ამ ასაკის საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ელის გეტებორგში (შვედეთი). 

დღის პირველ მატჩში დაფიქსირდა ჩემპიონატის პირვლი ფრე, რომელიც ითამაშეს თბილისის ქარიშხალამ და ფოთის  ოქროს ვერძმა, 19-19. თელავმა დაამარცხა აჭარა 19-9. კიდევ ერთი მატჩი დასრულდა ფრედ, ბათუმის შავი ზღვის გოგონებსა და თბილისის მამულს შორის, 21-21.   

ბოლო თამაშს, ტყიბულსა და თბილისის პეგასს შორის, უნდა გაერკვია, ვინ დაასრულებდა პირველ წრეს მესამე ადგილზე. ტყიბულმა 23-19 მოიგო, რის შემდეგაც ლიდერთა სამეული უცვლელი დარცა: სამტრედია, ყვარელი, ტყიბული.

გოგონები, უფროსი ასაკი (2004-05)

ფოთი 19-19 ქარიშხალა 

აჭარა 9-19 თელავი 

ბათუმი 21-21 მამული 

ტყიბული 23-19 პეგასი

კომენტარები

ბოლო ამბები