Thumbnail

მარკო ვან ბასტენი ნაცისტური სლოგანის გამო ტელევიზიიდან მოკვეთეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ვან ბასტენმა პირდაპირ ეთერში 'Sieg Heil' წარმოთქვა
  • ჰოლანდიელი Fox Sports-მა 7 დეკემბრამდე საქმიანობას ჩამოაშორა...

ჰოლანდიის ნაკრების ვეტერანი და ყოფილი მწვრთნელი - მარკო ვან ბასტენი Fox Sports-იდან ერთი კვირით მოკვეთეს, როგორც თვითონ აღწერს 'სულელური ხუმრობის' გამო "არ მინდოდა მაყურებლისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა."

ოქროს ბურთის მფლობელი ჰერაკლესი - აიაქსის მატჩის შემდგომი გარჩევისას, ჰერაკლესის გერმანელ მწვრთნელს - ფრენკ ვორმუთს 'გაეხუმრა' და ეთერიდან გასვლისას ცნობილი ფაშისტური სლოგანი 'Sieg Heil' - მიაძახა.

ვან ბასტენისთვის ჯარიმის სახით ჩამოჭრილი ხელფასი სრულად გადაერიცხება ნედერლანდების ომის დოკუმენტაციების კვლევის ინსტიტუტს. "ცხოვრება ფეხბურთივითაა, ხან გაიტან, ხან ააცილებ, ერთხელ თუ ააცილებ - არ ნიშნავს, რომ ცუდი პიროვნება ხარ." - განაცხადა ვან ბასტენმა.

კომენტარები

ბოლო ამბები