Thumbnail

4-წლიანი დისკვალიფიკაცია? რუსული სპორტი კატასტროფის წინაშეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ მორიგი დარღვევები აღმოაჩინა
  • საბოლოოდ გადაწყვეტილება 9 დეკემბერს გახდება ცნობილი

დიდია შანსი, რუსეთი საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს 4 წლით ჩამოაშორონ. ამის წინაპირობა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) განცხადებაა, რომელიც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში არსებულ დარღვევებს უკვე ოფიციალურად ადასტურებს. ეს საკითხი 9 დეკემბერს WADA-ს აღმასკომზე იქნება განხილული და საბოლოო გადაწყვეტილებაც მაშინ იქნება მიღებული.

თუკი სასჯელი ძალაში შევიდა, რუსებს მომავალი 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის ოლიმპიადაზე გამოსვლა ისევ შეზღუდული რაოდენობით მოუწევთ, თანაც ნეიტრალური დროშის ქვეშ და ეროვნული ჰიმნის გარეშე.

რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ყატარში დაგეგმილ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ევრო 2020-ზე ასპარეზობაც, რომლის რამდენიმე მატჩიც რუსეთში უნდა ჩატარდეს. ცხადია, რუსებს ეს უფლებაც ჩამოერთმევათ, ისევე, როგორც 2021 წელს სანკტ პეტერბურგში დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

რუსები ვეღარ იხილავენ ფრენბურთისა და ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატებსაც, რომლებიც ქვეყანაში, წესით, 2022 და 2023 წლებში უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები