Thumbnail

'მისი წყალობით მონპელიემ 4 ჯარიმა მოიპოვა' - Sky Sports-მა ჩილაჩავა გამოარჩია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლევან ჩილაჩავა ტურის სიმბოლურ ნაკრებში
  • გლოსტერის მწვრთნელი მას წესების დარღვევით თამაშს აბრალებს

Sky Sports-მა სარაგბო ჩემპიონთა თასის მე-2 ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. ბრიტანული გამოცემის შედგენილ რჩეულ 15-ეულში ერთი ქართველი ლეგიონერი მოხვდა - მონპელიეს ბურჯი ლევან ჩილაჩავა.

3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე): "ჩილაჩავა მონპელიეს შერკინების გულში იყო, რომელმაც გლოსტერის 22-იანში 4 ჯარიმა მოიპოვა. თეთრ-ალუბლისფერთა მწვრთნელმა იოჰან აკერმანმა 3 ქართველს და შერკინების სხვა წევრებს წესების ხშირი დარღვევა კი დააბრალა, მაგრამ მსაჯები აშკარად სხვა აზრზე იყვნენ.

მონპელიემ მეტოქე შერკინების წყალობით დაამარცხა

საქართველოს ნაკრების წევრი დაცვაშიც ძალიან კარგად მოქმედებდა - მან 7 ბოჭვა გააკეთა და 2 თერნოვერი, სანამ მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე შეცვლიდნენ", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ჩილაჩავას მონპელიემ ჩემპიონთა თასის მე-2 ტურში შინ 30:27 დაამარცხა გლოსტერი. ჩილაჩავას გარდა სასტარტო შემადგენლობაში კონსტანტინე მიქაუტაძე იყო, ხოლო მიხეილ ნარიაშვილი შეცვლაზე შევიდა. გლოსტერის რიგებში შეცვლაზე შევიდა ვალ რაფავა-რუსკინი.  

კომენტარები

ბოლო ამბები