Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდომ ვარჯიში განაახლა
  • პორტუგალიელ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებდა

ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა და შესაბამისი ტვიტი სოციალურ ქსეულში გამოაქვეყნა სათაურით “მე დავბრუნდი”.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იტალიის სერია ა-ს მე-13 ტურის მატჩი, რომელშიც იუვენტუსმა ატალანტას მოუგო, ტრავმის გამო გამოტოვა.

როგორც ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მაშინ განაცხადა, კრიშტიანოს მუხლი აწუხებდა, რომელიც თავდამსხმელმა პორტუგალიის ნაკრებში ყოფნისას დაიშავა.

რონალდომ ვარჯიში სწორედ დღეს განაახლა და ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება. 26 ნოემბერს, იუენტუსი მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები