Thumbnail
  • ესპანური გაზეთის სენსაციური ინფორმაცია
  • ქართველ ფეხბურთელს სარაგოსადან წასვლა სურს 

გაზეთი El Periódico de Aragón სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც გიორგი პაპუნაშვილით MLS-ის კლუბი ნიუ იორკ სიტი დაინტერესდა. 

"ნიუ იორკ სიტი ძალიან არის დაინტერესებული გიორგი პაპუნაშვილით. თავის მხრივ, სარაგოსაც ცდილობს მისთვის გუნდის მოძებნას, რადგან სახელფასო პრობლემის გამო ქართველი ლეგიონერი გუნდის დატოვებას უკვე იანვრის სატრანსფერო პერიოდში ლამობს. 

სარაგოსას სახელფასო ფონდის გამოთავისუფლება სურს, რადგან 9-იანის დამატება სურს, გუნდს უკვე შერჩეული ჰყავს ამისთვის დარიო პოვედა. პაპუნაშვილს კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს სარაგოსასთან. ასე რომ, მისი წასვლა მხოლოდ ტრანსფერით საშუალებით მოხდება, რომ გამოთავისუფლდეს სახელფასო ფონდი.

24 წლის პაპუნაშვილს ლა ლიგა 2-ში 9 გოლი აქვს გატანილი

ამერიკული გუნდის ინტერესის შესახებ სარაგოსაში უკვე იციან, თუმცა მათთვის მისაღები წინადადება ჯერ არ მიუღიათ. ნიუ იორკი ელოდება, სანამ ახალი მწვრთნელი შეირჩევა, ტორონტოსთან პლეი ოფის ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ კლუბი დომენეკ ტორენტთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ნიუ იორკ სიტი 2013 წელს შექმნა მანჩესტერ სიტის ფრენჩაიზმა, მეორე დამაარსებელი ბეისბოლის კლუბი იანკისია. პაპუნაშვილი სარაგოსაში დინამო თბილისიდან გადავიდა და როგორც ესპანური წყარო ადასტურებს, მასში ესპანელებმა 100 ათას ევრომდე გადაიხადეს. ნაჩო გონსალესის ხელში პაპუნაშვილმა კარგად ითამაშა და კლუბმა მას 2022 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი. 

მეორე სეზონში პაპუნაშვილი ქრონიკულმა ტრავმამ გატანჯა. იყო საუბრები მის გაყიდვაზე, თუმცა კლუბის სპორტულმა დირექტორატმა მიიჩნია, რომ ზაფხულში მისი გაყიდვა საუკეთესო დრო არ იყო. ამ სეზონში მან 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მის ანგარიშზე მხოლოდ ორი მატჩია სასტარტოში, სულ სეზონში მოედანზე 308 წუთი გაატარა". 

კომენტარები

ბოლო ამბები