Thumbnail

ინტერნეტში PlayStation 5-ის გამოშვების თარიღზე ინფორმაცია გავრცელდა!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Sony-სთან დაახლოვებული პირები ირწმუნებიან, რომ PS5 20 ნოემბერს გამოვა გაყიდვაში.
  • ამ საკითხზე Sony-ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია
  • გამოშვების თარიღთან ერთად, ჭორების მიხედვით, გამჟღავნდა რამდენიმე PS5-ის ექსკლუზიური თამაში.

PS5-ის გაყიდვაში გამოსვლამდე ჯერ კიდევ ერთი წელია დარჩენილი, თუმცა, თუ ჭორებს დავუჯერებთ, Sony-ს ახალი კონსოლი ნამდვილ რევოლუციას მოახდენს. კომპანიამ თავადაც დაადასტურა, რომ კონსოლის გამოშვებას მომავალი წლის ბოლოს, უფრო კერძოდ კი ''საშობაო სეზონზე'' აპირებდა, თუმცა, ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც Sony-სთან დაკავშირებული ამბები ადრეც გაუსაჯაროვებია, მათ შორის თამაში ''The Last of Us 2''-ის გამოშვების თარიღიც, კონსოლი 2020 წლის 20 ნოემბერს გამოვა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ტვიტერზე გავრცელდა.

''სონი ინტერაქტივ ენთერთეინმენტი ფლეისთეიშენ 5-ს 2020 წლის 20 ნოემბერს გამოუშვებს ამერიკაში, რამდენიმე სხვა ქვეყანაში კი - კონსოლის გაყიდვაში ჩაშვება საშობაო სეზონს დაემთხვევა. კონსოლის ფასი 499$ იქნება.'' ვკითხულობთ ტვიტში.

ამასთან ერთად, გავრცელდა ჭორები, რომ PS5-ის გამოსვლის პარალელურად, თამაში Gran Turismo 7 ჩაეშვება გაყიდვაში. 

შეგახსენებთ, რომ Sony-მ უკვე რამდენჯერმე ისაუბრა იმაზე, რომ Gran Turismo-ს შემდეგ ნაწილზე მუშაობდა. რამდენიმე თვის წინ, ცნობილი ფრენჩაიზის შემქმნელმა კაზუნორი იამაუჩიმ განაცხადა:

''ვფიქრობ, რომ რასებისა და ფიზიკური ნიშნულების განვითარება GT-ების თამაშში, ამწუთას საუკეთესო ადგილასაა. რა თქმა უნდა, შემდეგი Gran Turismo-ს თამაშზე ვმუშაობთ, ეს ხომ ისედაც ცნობილია. ჩვენ GT-ის სპორტის სამყაროში ბევრს მივაღწიეთ.''

ამას გარდა, იამაუჩიმ კიდევ ერთი ცნობილი თამაშის, The Last of Us-ის მომავალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ, შესაძლოა თამაშის მომდევნო ნაწილი VR სამყაროში გადავიდეს.

ახალი The Last of Us-ისა და Gran Turismo-ს გარდა, როგორც ჩანს, PS5-თან ერთად, Horizon Zero Dawn 2-საც ვიხილავთ: ეს თამაშის ერთ-ერთი პერსონაჟის გამხმოვანებელმა მსახიობმა, ჯანინა გავანაკმაც დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ ''აბიციურ, ღია სამყაროში მიმდინარე ახალ თამაშზე მუშაობდა.'' ფანებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ მსახიობი Horizon Zero Dawn 2-ს გულისხმობდა.

იმას, რომ Horizon Zero Dawn 2-ის შემქნაზე მუშაობა მიმდინარეობს, ადასტურებს დეველოპერული სტუდია Capcom-ის ბოლო დროს გამოცხადებული ვაკანსიები. რამდენიმე მათგან Horizon-ს ახსენებს კიდეც. 

ასევე ნახეთ: SONY-მ PLAYSTATION 5-ის გამოშვების თარიღი და სხვა დეტალები გაამჟღავნა!

PS5-ზე დამატებით დეტალებს თებერვალში, Sony-ს პრესკონფერენციაზე გავიგებთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები