Thumbnail
  • ბექა ღვინიაშვილმა წონის რეიტინგში 2 ადგილით წინ გადაინაცვლა
  • ადრეულ ეტაპზე მარცხის მიუხედავად, ვარლამ ლიპარტელიანი პირველია

4-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოსაკას გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ბექა ღვინიაშვილი (90კგ) მესამე ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც იაპონიაში გამართულ გრანდ სლემზე ოქროს მედლის მოგება მოახერხა. მანამდე ეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა (2015) და დავით ბოდაველმა (1982) შეძლეს.

ოსაკას გრანდ სლემის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც ბექა ღვინიაშვილი წონის რეიტინგში 2 ადგილით დაწინაურდა. ბექა მეცხრედან მეშვიდე ადგილზე გადავიდა და ახლა 4651 ქულა აქვს. წონის ლიდერი ნიკოლოზ შერაზადიშვილია, რომელსაც 7510 ქულა აქვს დაგროვილი.

ბექა ღვინიაშვილის საუკეთესო მომენტები ოსაკას გრანდ სლემზე

ბექა ღვინიაშვილის საუკეთესო მომენტები ოსაკას გრანდ სლემზე

Posted by We Love Judo on კვირა, 24 ნოემბერი, 2019

მიუხედავად ადრეულ ეტაპზე მარცხისა, ვარლამ ლიპარტელიანი 100-კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ლიდერად რჩება. მას 6651 ქულა აქვს.

ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ) რეიტინგში ერთი ადგილით დაქვეითდა და ის ახლა თავისი წონის რეიტინგში 39-ე ადგილზეა.

ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდა. მას სოიჩი ჰაშიმოტომ გადაასწრო, რომელმაც ოსაკაში ფინალი მასაში ებინუმასთან დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები