Thumbnail

'შეეშვით გარეტ ბეილს' - ზინედინ ზიდანმა რეალის ფანებს მიმართა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ზიდანმა ბეილზე ისაუბრა
  • ფრანგმა აღნიშნა, რომ უელსელს კლუბში დარჩენა და თამაში სურს...

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა - ზინედინ ზიდანმა ფანებს თხოვა, რომ მოეშვან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი - გარეტ ბეილის ე.წ. 'ბუინგს'.

უელსის ნაკრების კაპიტანს ფანები რეალ სოსიედადთან მატჩის დროს, შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ ბერნაბეუზე ცუდად შეხვდნენ.

"მგონი ძალიან ბევრს ვხმაურობთ ბეილის გარშემო, მას უნდა აქ დარჩენა და აქ თამაში..." - ამბობს ზიდანი "იმედი მაქვს ეს მთელი სეზონი არ გაგრძელდება."

"მასთან არ მისაუბრია, უბრალოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცე. მე ხალხს ვერ ვეტყვი, რა ილაპარაკონ და რა არა, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება."

როგორც ჩანს ზიდანმა ბეილისადმი მიდგომა შეცვალა, ყველას გვახსოვს ზაფხულში ზიდანის დამოკიდებულება უელსელისადმი, რაც კინაღამ ბეილის ჩინეთში წასვლით დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები