Thumbnail

პიკეს დევისის თასის გამო აკრიტიკებენ - ბიზნესი თუ ფეხბურთი მან უნდა აირჩიოს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • პიკე ფეხბურთთან ერთად დიდ ბიზნესშია
  • მისი კომპანია ჩოგბურთში დევისის თასს ატარებს
  • ორი დიდი საქმის გამო პიკეს მხოლოდ 5 საათი სძინავს
  • ბიზნეს-აქტივობების გამო მას ბევრს აკრიტიკებენ

ჟერარდ პიკე ის ფეხბურთელია, რომელსაც ბარსელონას რთული სტარტის გამო ერთ-ერთი ყველაზე მეტს აკრიტიკებენ. პიკე უკვე ვეტერანია და დიდი ხანია მან მზადება დაიწყო ფეხბურთის შემდეგი კარიერისთვის. პიკე ბიზნესშია ჩართული, თავისი კომპანია აქვს და სპორტული ღონისძიებების მენეჯმენტით არის დაკავებული.

კერძოდ, სწორედ მისმა კომპანიამ მოიგო შემდეგ წლებში ჩოგბურთში დევისის თასის ჩატარებისა და რეფორმირების უფლება. პიკეს ფეხბურთის გარდა ბევრი თავისტკივილი გაუჩნდა - კომერციულად არცთუ ისე მომგებიანი დევისის თასი მან უნდა გარდაქმნას და ამ ტურნირისთვის შემდეგ წლებში რამდენიმე მილიარდი დოლარი მოიზიდოს.

ცოტა ხნის წინ მან ისიც აღნიშნა, რომ სულ რაღაც ხუთი საათი სძინავს, რათა დრო ფეხბურთისთვისაც ეყოს და ბიზნესისთვისაც. ცოტა უცნაური განაცხადია პროფესიონალი სპორსტმენისთვის.

პიკეს კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა ბოლო დღეებში, როდესაც ესპანეთში დევისის თასი მიმდინარეობდა და პიკე, ბუნებრივია, მის მიერვე ორგანიზებულ ტურნირს ესწრებოდა.

პიკე დევისის თასზე

მათ შორის კვირა ღამეს მადრიდში გამართულ ფინალსაც დაესწრო ესპანეთსა და კანადას შორის. დევისის თასის გამო მას ხშირად გვიან ღამემდეც უწევდა თამაშებზე დარჩენა. ჟურნალისტები იმასაც კი ვარაუდობნენ, რომ დევისის თასის გამო პიკეს შესაძლოა ლეგანესთან შაბათის შეხვედრა გამოეტოვებინა.

პიკემ ითამაშა, ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ ჩოგბურთზე დასწრების შესახებ ვალვერდე ინფორმირებული იყო. ამის მიუხედავად, ერთდროულად ორი დიდი საქმის კეთება, რამდენად გამოვა, რთული საკითხია.

კომენტარები

ბოლო ამბები