Thumbnail
  • ქართველი ცენტრი ბეტისთან მატჩში შეუდარებელი იყო
  • გიორგი შერმადინის მაჩვენებელი ვერავინ გადაფარა

ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რაც ჩვენებურის ჩინებული გარჯის შემდეგ, მოსალოდნელიც გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ გუშინ ბეტისი 94:89 დაამარცხა, ქართველმა ცენტრმა კი 31:57 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 11-ჯერ დაირღვა.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და მოგვიანებით, ტურის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულსაც დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები