Thumbnail
  • თორნიკე შენგელიამ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა
  • ქართველი კალათბურთელის გუნდმა ევროლიგელ მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში მასსავით ევროლიგაში მოთამაშე ვალენსიას 85:74 სძლია, ქართველი ლეგიონერი კი ტრადიციულად სარგებლიანად გაისარჯა. შეხვედრაში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 33:20 მოიგეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 33:06 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალთბურთელა მეტ ჯენინგმა ბასკურ კლუბს 18:21 წუთში 4 ქულა შესძინა.

ბასკონიას 5-5 მოგება-წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 30 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები