Thumbnail

გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია – ლეგენდის მე-7 ტიტული

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნონა გაფრინდაშვილმა ოქროს მედალი სენიორთა პირველობაზე მოიპოვა
  • ქართველმა მოჭადრაკემ რუსებს ნახევარი ქულით აჯობა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი (2275) რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

65+ ქალბატონთა ტურნირში გაფრინდაშვილმა 11 ტურში 8.5 ქულა მოაგროვა, რუს კონკურენტებს – ელენა ფატალიბეკოვასა (2152) და ვალენტინა კოზლოვსკაიას (2130) ნახევარ-ნახევარი ქულით აჯობა და ვეტერანთა მსოფლიოს პირველობაზე ოქროს მედალი უკვე მშვიდედ (1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019) მოიპოვა.

ნონა გაფრინდაშვილმა პირველობა ამჯერადაც არავის დაუთმო

ბუქარესტში საქართველოს ღირსებას ციალა ქასოშვილი (2033), გიორგი ბაღათუროვი (2423), ზურაბ სტურუა (2540), ნიკოლოზ მანაგაძე (2450) და ვარლამ ვეფხვიშვილიც (2069) იცავდნენ, თუმცა, მათ საპრიზო ადგილებზე გასვლა ვერ მოახერხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები