Thumbnail

თავისუფლება ვაჟა ექიმს! დინამო ბათუმი აქციას შეუერთდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ეროვნული ლიგის 35-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ანგისას ბაზაზე გაიმართება, სადაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი დინამო ბათუმი რუსთავს მასპინძლობს. მატჩის დაწყებამდე, ბათუმური გუნდის ფეხბურთლებმა მხარი დაუჭირეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ‘თავისუფლება ვაჟა ექიმს’ - სწორედ ეს იყო დინამო ბათუმის გზავნილი. 

ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან 16 დღე გავიდა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ფეისბუქზე შექმნილია გვერდი “თავისუფლება ვაჟა ექიმს • Freedom for Doctor Vaja”. ამ მოთხოვნას ძალიან ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია შეუერთდა, მათ შორის ქართული სპორტული სამყარო

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა.

კომენტარები

ბოლო ამბები