Thumbnail
  • დუდა სანაძემ პორტუგალიაში საოცარი შეხვედრა ჩაატარა
  • ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 10 საჯარიმო გამოიყენა

დუდა სანაძის ოლივეირენშემ პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ლეგიონერის კლუბმა საკუთარ არენაზე მადეირას უმასპინძლა და მეტოქე 14 ქულით, 97:83 დაამარცხა.

დუდამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო. მან 27:08 წუთში 29 ქულას, 2 მოხსნასა და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. სანაძემ 9-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3-სამქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. დუდას პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ მატჩში 20 ქულაზე მეტი არ ჰქონდა ჩაგდებული, ამდენად, რეკორდი 9 ქულით გააუმჯობესა.

ქართველი ლეგიონერი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

ოლივეირენშე პორტუგალიურ ლიგაში მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს და მხოლოდ ერთპიროვნულ ლიდერ პორტოს ჩამორჩება, რომელსაც მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები