Thumbnail

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "სანტიაგო ბერნაბეუზე" რეალმა რეალ სოსიედადს უმასპინძლა და გაიმარჯვა - 3:1. რეალი ქულებით ისევ დაეწია ბარსელონას (28-28) და მეორე ადგილზეა. რეალ სოსიედადს 23 ქულა აქვს და ლალიგაში მეხუთეა.

ისევე, როგორც ლიდერმა ბარსელონამ, რეალმაც შეძლო ამ ტურში თამაშის ბედის შემოტრიალება, რადგან თავიდან "სამეფო კლუბიც" აგებდა ვილიან ჟოზეს გოლით, თუმცა ქარიმ ბენზემამ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, ეს მისი მე-10 გოლი იყო ლა ლიგაში.

ბენზემა პირველია, ვინც ამ სეზონში 10 გოლი გაიტანა ლა ლიგაში

მეორე ტაიმში თავი ვალვერდემ და მოდრიჩმაც გამოიჩინეს. მეორე ტაიმში დიდი შესვენების შემდეგ რეალის რიგებში გარეთ ბეილიც გამოჩნდა, რომელსაც მადრიდული პუბლიკა ცუდად შეხვდა ბოლოდროინდელი სკანდალის გამო. 

რეალის ფანების პასუხი ბეილს: როდრიგო-ვინისიუსი-ბეილი. ზუსტად ამ მიმდევრობით

7 წლის განმავლობაში, რაც რეალში თამაშობს, ლუკა მოდრიჩმა პირველად მიიღო ერთ მატჩში უშუალო მონაწილეობა 3 გოლში.

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "ფანებს ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ მე მათ ვთხოვ თავიდან ბოლომდე გაგვამხნევონ და ყველას ტაში დაუკრან. გარეთი თამაშში კარგად ჩაერთო. ვერ გეტყვით, რამდენად უსამართლო იყო ეს ბეილის მიმართ. ჩემი სურვილია, მთელი სეზონის განმავლობაში ფანები მას გვერდში დაუდგნენ. 

იმანოლს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ჩვენ კი თამაში ნელა დავიწყეთ, ყველაფერი ტაიმის ბოლოსკენ გამოსწორდა".

რეალი 3:1 რეალ სოსიედადი

გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (2), 1:1 ბენზემა (37), 2:1 ვალვერდე (47), 3:1 მოდრიჩი (74)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - მოდრიჩი (83. ისკო), კაზემირო, ვალვერდე (76. კროოსი) - როდრიგო (67. ბეილი), ბენზემა, აზარი

კომენტარები

ბოლო ამბები