Thumbnail

იტალიის სერია А-ს მე-13 ტურში ლიდერის მდევარი მილანის ინტერი ტურინში ჩავიდა, ქალაქის მეორე გუნდ ტორინოსთან სათამაშოდ. ანტონიო კონტეს გუნდმა ტურინში იოლი გამარჯვება მოიპოვა - 3:0. ინტერს 34 ქულა აქვს და მხოლოდ ქულით ჩამორჩება იუვენტუსს. კონტეს გუნდი შემდეგ ტურში სპალ-ს მასპინძლობს. 

ინტერმა სერია А-ში ამ სეზონში შვიდან  შვიდივე მატჩი მოიგო სტუმრად.

ამ მატჩში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო 22 წლის ნიკოლო ბარელამ, რომელმაც მოედანი ატირებულმა დატოვა. 

ლაუტარო მარტინესი (ინტერი): "ბედნიერი ვარ, რადგან საუკეთესო ფორმაში ვარ. ჩვენ შესაშურ საქმეს ვაკეთებთ და ასე უნდა გავაგრძელოთ მატჩიდან მატჩამდე. ლუკაკუსთან ერთად თამაშს სულ უფრო ვხვეწ, მაგრამ მთავარი არაა ვინ გაიტანს, მთავარი ინტერის გამარჯვებაა".

ანტონიო კონტე (ინტერის მწვრთნელი): "განსაკუთრებით მიხარია დღეს, რადგან გუნდმა გოლი არ გაუშვა. ახლა ასე უნდა გავაგრძელოთ დაცვაში თამაში და ბრძოლა თითოეული ქულისთვის, რადგან, სამწუხაროდ, გუნდში განსაკუთრებული მდგომარეობა გრძელდება.

ლაუტარო და რომელუ კიდევ მოუმატებენ, მათ ერთად კიდევ ბევრი თამაში მოუწევთ. ისინი ახალგაზრდები არიან და შეუძლიათ 10 სეზონის განმავლობაში ინტერის ფორვარდები იყვნენ". 

ტორინო 0:3 ინტერი

გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (12), 0:2 დე ვრეი (32), 0:3 ლუკაკუ (55)

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი - დ'ამბროზიო (83. დიმარკო), ვესინო, ბროზოვიჩი, ბარელა (45. ბორხა ვალერო), ბირაგი - ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი (69. კანდრევა) 

კომენტარები

ბოლო ამბები