Thumbnail

ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში მადრიდის ატლეტიკო ანდალუსიაში გრანადას დაუზავდა - 1:1. რენან ლოდის გოლს მასპინძელმა სანჩესმა უპასუხა და ატლეტიკოს 25 ქულა აქვს, ის ლიდერ ბარსელონას უკვე 3 ქულით ჩამორჩება.

ბოლო წუთზე ატლეტიკო გრანადას კარში პენალტს ითხოვდა, თუმცა მსაჯმა ვიდეორეფერის გამოყენება საჭიროდ არ ჩათვალა. 

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "ამ სეზონში ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო სტუმრად, შესაძლოა სულაც სეზონის საუკეთესო მატჩი გვქონდა. პირველი 30 წუთი გრანადა ჩვენს ზონას არ მოვაახლოვეთ. 

ერთ მომენტში სიმეონემ ვიზავი დიეგო მარტინესთან პასები გაცვალა

ვიტოლომ ბრწყინვალედ ითამაშა, რაც ოპტიმიზმის საბაბს გვაძლევს. გრანადას კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს ლა ლიგაში, სტადიონზე კი შესანიშნავი გარემოა შექმნილი". 

გრანადა 1:1 ატლეტიკო 

გოლები: 0:1 რენან ლოდი (60), 1:1 გ. სანჩესი (67)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, ფელიპე, ერმოსო, რენან ლოდი - კოკე, მ. ლორენტე (75 ჟოაო ფელიქსი), ერერა, ვიტოლო (83. პოვედა) - ა. კორეა (55. ლემარი), მორატა 

კომენტარები

ბოლო ამბები