Thumbnail
  • ფორტუნა 0:4 ბაიერნი
  • რობერტ ლევანდოვსკის საოცარი სერია შეწყდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად დიდი ანგარიშით გაანადგურა დიუსელდორფის ფორტუნა - 4:0. ამით "რეკორდმაისტერმა" ლიდერ გლადბახამდე ქულამდე შეამცირა სხვაობა (24 ქულა 25-ის წინააღმდეგ), რადგნ ის ბერლინში უნიონთან 0:2 დამარცხდა. 

ბოლო 2 ტურში თომას მიულერმა 3 საგოლე გადაცემა გააკეთა - 7 ასისტით ის ბუნდესლიგის ლიდერია.

ბაიერნის გოლები ოთხმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა რობერტ ლევანდოვსკი. ასე რომ, პოლონელის საოცარი სერია (სეზონის ყველა მატჩში გაიტანა) შეწყდა. 

ჰანსი ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი): "პირველი ტაიმით სრულად კმაყოფილი ვარ. მოთამაშეებმა ყველაფერი შეასრულეს, რაც მოვთხოვეთ თამაშის წინ. თავიდანვე შევუტიეთ და ფორტუნა მივახვედრეთ, რომ არაფრის გაკეთების უფლებას არ მივცემდით. 

თუმცა არის დეტალები, რომლებიც მეორე ტაიმში საუკეთესოდ ვერ შევასრულეთ. ამაზე მუშაობა მოგვიწევს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მეორე ტაიმში ხშირად ვკარგავდით ბურთს. საერთო ჯამში, აქ მუშაობით სიამოვნებას ვიღებ, ფეხბურთელები ყველაფერს ფანტასტიკურად ასრულებენ". 

ფორტუნა 0:4 ბაიერნი

გოლები: 0:1 პავარი (11), 0:2 ტოლისო (27), 0:3 გნაბრი (34), 0:4 კოუტინიო (70)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ხავი მარტინესი, ალაბა, დევისი - კიმიხი (76. გორეტცკა), ტოლისო (71. ტიაგო ალკანტარა) - გნაბრი (63. პერიშიჩი), მიულერი, კოუტინიო - ლევანდოვსკი 

კომენტარები

ბოლო ამბები