Thumbnail
  • ლივერპულმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო
  • ალექსანდრ ლაკაზეტის დუბლმა არსენალი მარცხისგან იხსნა

ინგლისის პრემიერლიგაში მე-13 ტურის თამაშები გაიმართა. ლიდერი ლივერპული ლონდონში კრისტალ პალასს ესტუმრა და რობერტო ფირმინოს გოლის წყალობით 2:1 გაიმარჯვა. ფირმინომ კუთხურის შემდეგ კრისტალ პალასის მეკარის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა. 

VAR-მა ლივერპულის კარში გოლი გააუქმა

ლივერპულს პრემიერლიგაში 30 ტურია, რაც არ წაუგია.

იურგენ კლოპი საკუთარი ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობით ამაყობს

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ეს ბიჭები მენტალური მონსტრები არიან. ბიჭები უბრალოდ არასდროს ნებდებიან. ჩვენ ყოველ მომდევნო თამაშზე ვფიქრობთ და უფრო შორს არ ვიხედებით. 

დღეს ორი დიდი გამოწვევა გვქონდა: პირველი - კრისტალ პალასი მართლაც ძალიან კარგი იყო. მეორე, ძალიან ბევრი თამაში დროის მონაკვეთში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვართ ამას გავუმკლავდეთ. მე-20 წუთიდან კრისტალ პალასმა შეძლო სიტუაციის გაკონტროლება, ჩვენ კი შეტევაში რიტმი გვაკლდა. საერთო ჯამში, საინტერესო თამაში გამოვიდა".

ეს ლივერპულის ზედიზედ მე-4 გამარჯვებაა პრემიერლიგაში - იურგენ კლოპის გუნდს 37 ქულა აქვს და ამ წუთისთვის მე-2 ადგილზე მყოფ ლესტერ სიტის 8 ქულით უსწრებს. 

უნაი ემერის მოხსნიან?

ალექსანდრ ლაკაზეტის გოლების 77% არსენალის რიგებში შინ თამაშისას გააქვს. მისმა დუბლმა (მეორე გოლი მე-6 კომპენსირებულ წუთზე გაიტანა) არსენალს შინ საუთჰემპტონთან ქულა მოუპოვა - 2:2. თუმცა "დეილი მეილის" მტკიცებით, ლაკაზეტი ვეღარ გადაარჩენს უნაი ემერის, რომელსაც მოხსნა ელის. 

ლაკაზეტმა დუბლი შეასრულა

შეგახსენებთ, რომ ტურის პირველ მატჩში, ტოტენჰემმა სტუმრად 3:2 დაამარცხა ლონდონურ დერბიში ვესტ ჰემ იუნაიტედი - ჟოზე მოურინიომ "დეზებში" მოღვაწეობა გამარჯვებით დაიწყო.

ვესტ ჰემი 2:3 ტოტენჰემი

გოლები: 0:1 სონი (36), 0:2 ლუკას მოურა (43), 0:3 კეინი (49), 1:3 ანტონიო (73), 2:3 ოგბონა (96)

ტოტენჰემი (4-2-3-1): გაცანიგა - ორიე, ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი (75. როუზი) - დაიერი, ვინკსი - ლუკას მოურა (82. სისოკო), ალი (79. ერიკსენი), სონი - კეინი

არსენალი 2:2 საუთჰემტონი

გოლები: 0:1 ინგსი (8), 1:1 ლაკაზეტი (18), 1:2 ვორდ-პროუსი (71), ლაკაზეტი (96)

ბორნმუთი 1:2 ვულვზი

გოლები: 0:1 მოუტინიო (21), 0:2 ხიმენესი (31), 1:2 კუკი (59)

ბრაიტონი 0:2 ლესტერი

გოლები: 0:1 პერესი (64), 0:2 ვარდი (82-პენ)

კრისტალ პალასი 1:2 ლივერპული

გოლები: 0:1 მანე (49), 1:1 ზაჰა (82), 1:2 ფირმინო (85)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი (79. მილნერი), ფაბინიო, ვეინალდუმი - მანე, ფირმინო (89. გომესი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (64. ორიგი) 

ევერტონი 0:2 ნორვიჩი

გოლები: 0:1 კანტველი (54), 0:2 სრბენი (92)

უოტფორდი 0:3 ბარნლი 

გოლები: 0:1 ვუდი (53), 0:2 ბარნსი (82), 0:3 ტარკოვსკი (88)

კომენტარები

ბოლო ამბები