Thumbnail
  • ევერტონს ბრაზილიელის შენარჩუნება უნდა
  • იუნაიტედის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შეტევაა

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის N1 სატრანსფერო მიზანი ფორვარდის დამატებაა. ნორვეგიელ სპეციალისტს ამ პოზიციის მოთამაშის დამატება იანვარშივე სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ევერტონის ფორვარდი  რიშარლისონია. "წითელი ეშმაკები" შეტევაში ანტონიო მარსიალსა და მარკუს რაშფორდზე დამოკიდებულები არიან. მათი ტრავმის შემთხვევაში კი იუნაიტედის შეტევითი პოტენციალი იკლებს.

ინგლისურ კლუბში მიაჩნიათ, რომ რიშარლისონის დამატება გარკეულ პრობლემებს აღმოფხვრის. 

ბრაზილიელი ევერტოში გასულ წელს უოტფორდიდან გადავიდა

ევერტონმა ბრაზილიელი შარშან უოტფორდიდან, 40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა და მას მარტივად არ შეელევა. რამდენიმე თვის წინ, 22 წლის ფებურთელით ლივერპული ინტერესდებოდა, მაშინ ევერტონმა თანაქალაქელებს 70 მილიონი ფუნტი მოსთხოვა.

ევერტონში სურთ, რომ რიშარლისონი იანვარში არ წავიდეს იუნაიტედში და სეზონის ბოლომდე "გუდისონ პარკზე" დარჩეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.  

კომენტარები

ბოლო ამბები