Thumbnail
  • დევიდ ბექჰემს ურუგვაელის დამატება უნდა
  • სუარესს MLS-ში თამაშის სურვილი ადრეც გამოუთქვამს

დევიდ ბექჰემის გუნდი ინტერ მაიამი MLS-ს ახალი სეზონიდან შეუერთდება. ბექეჰმს სურს, გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ წამყვან კლუბად ჩამოაყალიბოს და ცდილობს, ევროპიდან რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დაიმატოს. მედიაში უკვე გაიჟღერა ფეხბურთელების გვარებმა, რომლებიც შესაძლოა ინგლისელის გუნდი აღმოჩნდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინტერ მაიამის კატალონიის ბარსელონას ფორვარდის ლუის სუარესის დამატება სურს. ურუგვეაელი 32 წლისაა და ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ბარსელონა მის შემცვლელს ეძებს.

ლუის სუარესი MLS-ის მიმართ დადებითადაა განწყობილი

სუარესმა MLS-ის შესახებ ESPN-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონატის მიმართ დადებითად არის განწყობილი:

"ჩემპიონატი ბოლო რამდენიმე წლის გამავლობაში ძალიან გაიზარდა. სამხრეთამერიკელი ახალგაზრდების დიდი რაოდენობა მიდის იქ სათამაშოდ. ჩემპიონატში არ იმატებენ მარტო ასაკში შესულ მოთამაშეებ, ისინი ახალგაზრდებზე ორიენტურებულებიც არიან. ამით კი ლიგა უკეთესი ხდება".

MLS-ის ორგზის ჩემპიონია, ნაკრებში სუარესის თანაგუნდელი ნიკოლას ლოდეირო, რომელმაც ტიტულები სიეტლთან ერთად მოიგო. ლოდეირომ ცოტა ხნის წინ განახცადა, რომ ლუისს სურდა მის მსგავსად, MLS-ში ეთამაშა. 

ლუის სუარესმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 6 გატანილი გოლით გამოიჩინა.  

კომენტარები

ბოლო ამბები