Thumbnail

იესოს ქანდაკება ფლამენგოს ფორმით - რიო დე ჟანეირო ფინალისთვის მოემზადა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფლამენგოს ქომაგებმა იესოს ქანდაკებას საყვარელი გუნდის მაისური ჩააცვეს
  • ტიტულის მოპოვების შანსი 38-წლიანი პაუზის შემდეგ 

სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალი პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართება, სადაც 80-ათასიან ''მონუმენტალზე'' ფლამენგო რივერ პლეიტს შეხვდება. არგენტინული კლუბის ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. მათ შარშანდელ ფინალში ბოკა ხუნიორსს მოუგეს.

შეგახსენებთ, რომ წელს ტურნირის ფორმატი შეიცვალა და ფინალი ერთმატჩიანია. ბრაზილიელები ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. რიო დე ჟანეიროს კლუბი კოპა ლიბერტადორესის ფინალში მხოლოდ ერთხელ იყო და მაშინაც ჩემპიონი გახდა. ფლამენგომ 1981 წელს ფინალში ჩილეს კობრელოა დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ზიკოსთან ერთად მოიპოვა.

რიო დე ჟანეიროს მცხოვრებლებმა კორკოვადოს მთაზე იესოს ქანდაკება ფლამენგოს ფორმით შემოსეს და საკუთარ გუნდს მხარდაჭერა ასე გამოუცხადეს.

კომენტარები

ბოლო ამბები