Thumbnail

ვალენსიას სამარცხვინო საქციელი - მარსელინო ფოტოდან გააქრეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვალენსია ლა ლიგის მე-14 ტურში ბეტისს დაუპირისპირდება
  • კლუბის ოფიციალურმა გვერდმა მარსელინო გარსია ფოტოდან ჩამოჭრა 

ვალენსია ლა ლიგის მე-14 ტურში ბეტისს ესტუმრება. კლუბის ოფიციალურმა გვერდმა ''ბენიტო ვილამარინზე'' ბოლო ვიზიტი გაიხსენა, როდესაც ვალენსიამ 11-წლიანი პაუზის შემდეგ თასის მოგება მოახერხა და ფინალში კატალონიის ბარსელონა დაამარცხა.

კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ვალენსიას ქომაგებმა გუნდი მარსელინო გარსიას ფოტოდან ჩამოჭრის გამო გააკრიტიკეს. მარსელინო გარსია სეზონის დასაწყისში ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობის გამო გუნდიდან გაუშვეს. არადა, სწორედ მარსელინო იყო ის მწვრთნელი, რომელმაც ვალენსია ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა და დიდი პაუზის შემდეგ ტიტული მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები