Thumbnail
  • ბასკონია 70:60 ზენიტი
  • თორნიკე შენგელიას 20 ქულა, მეტ ჯენინგის - 11

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონიამ ევროლიგის მე-10 ტურში რუსულ ზენიტს უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით დაამარცხა - 70:60. ეს ბასკონიას ზედიზედ მეორე გამარჯვებაა, სამი დღის წინ ბასკონიამ ასევე 10 ქულის სხვაობით რუსულ ცსკა-ს მოუგო. ორივე შემთხვევაში მატჩის MVP ბასკური კლუბის ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა.

ზენიტთან თორნიკე, ბუნებრივია, სასტარტო ხუთეულში იყო, მეტ ჯენინგი კი - სათადარიგო. მატჩი ძალზე დაძაბული გამოდგა, თუმცა მეორე ნახევარი ბასკონიამ 8 ქულის სხვაობით მოიგო. 

ბასკონიას ქულების 45% ქართველების ანგარიშზეა.

თორნიკე შენგელიამ 29:23 წუთში 20 ქულა ჩააგდო (29%, თითქმის მესამედი ბასკონიას ქულების). მან 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც მიითვალა. თოკო 4-ჯერ დაჯარიმდა და მან ბურთი 2-ჯერ დაკარგა. მარგი ქმედების კოეფიციენტი შენგელიას 24 ჰქონდა, ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი. 

მეტ ჯენინგმა 28:50 წუთში 11 ქულას, 2 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი - მარგი ქმედების კოეფიციენტი - 10. 

ევროლიგაში შენგელიამ 1 500-ზე მეტი ქულა ჩააგდო

ბასკონიას 5-5 ბალანსი აქვს და მე-9 ადგილზეა, ხოლო ზენიტი 2-8-ით ბოლო, მე-16 ადგილზეა. 28 ნოემბერს ბასკონია პანათინაიკოსს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები