Thumbnail
  • პსჟ 2:0 ლილი
  • 1:0 იკარდი (17), 2:0 დი მარია (31)

საფრანგეთის ლიგა ერთის მე-14 ტური პარი სენ-ჟერმენისა და ლილის მატჩით გაიხსნა, რომელიც პარიზელებმა 2:0 მოიგეს. პარი სენ-ჟერმენმა საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრა: ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როდესაც მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა.

ლილმა მეორე გოლი 31-ე წუთზე გაუშვა - ანხელ დი მარიამ იკარდის მსგავსად მიმდინარე სეზონში მეექვსედ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პარიზელებს 33 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევარს, მარსელის ოლიმპიკს 11 ქულით უსწრებენ. ლილი 19 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები