Thumbnail
  • დორტმუნდი 3:3 პადერბორნი
  • მასპინძლები ბუნდესლიგის ბოლოადგილოსანთან წააგებას გადაურჩნენ

გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტური დორტმუნდისა და პადერბორნის მატჩით გაიხსნა. ''იდუნა პარკზე'' შეკრებილმა გულშემატკივარმა 6 გატანილი გოლი იხილა. მასპინლებმა პირველი ტაიმი 0:3 წააგეს და ჩემპიონატის ბოლოადგილოსანს შანსი ჰქონდა, რომ სეზონში მე-2 გამარჯვება ეზეიმა.

სტრელი მამბას დუბლსა და გერიტ ჰოლტმანის გოლს დორტმუნდმა მეორე ტაიმში ჯეიდონ სანჩოს, აქსელ ვიტსელისა და მარკო როისის გოლებით უპასუხა. დორტმუნდელთა კაპიტანმა სანჩოს გადაცემით გაათანაბრა და დორტმუნდს ქულა გადაურჩინა.

დორტმუნდი 20 ქულით მე-6 ადგილზეა და მომდევნო ტურში ბერლინის ჰერტას შეხვდება. რაც შეეხება პადერბორნს, ისინი 5 ქულით ბოლო ადგილზე არიან და მომდევნო ტურში ლაიპციგს უმასპინძლებენ.

დორტმუნდი 3:3 პადერბორნი

გოლები: 0:1, 0:2 მამბა (5,37), 0:3 ჰოლტმანი (43), 1:3 სანჩო (47), 2:3 ვიტსელი (84), 3:3 როისი (90+2)

კომენტარები

ბოლო ამბები