Thumbnail

იტალიამ მწვრთნელი იპოვა - კონტრაქტი 6 ერის დასრულებამდე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

იტალიის რაგბის კავშირმა ახალი დროებითი მწვრთნელი დანიშნა. კონორ ო'შის ვადაზე ადრე წასვლის შემდეგ, იტალიელებმა კონტრაქტი სამხრეთაფრიკელ ფრანკო სმიტთან გააფორმეს და ის ნაკრებს 6 ერის მიმდინარეობისას გაწვრთნის.

იტალიელები ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნას ჯერ კიდევ აგრძელებენ. ისინი მსოფლიო თასისთვის მზადებას 2020 წლის პირველ ივლისს დაიწყებენ, როდესაც ამერიკულ ტურნეში წავლენ.

47 წლის სმიტს სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 9 მატჩი ჩაუტარებია. ფრანკო იტალიურ ტრევიზოს 6 წლის განმავლობაში წვრთნიდა, რის შემდეგაც სამხრეთაფრიკული ჩიტასის მწვრთნელი გახდა. იტალია 6 ერის პირველ ტურში უელსის ნაკრებს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები