Thumbnail

ლიდერების მატჩი რუსთავში - ხარებმა ბათუმს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხარები 17:10 ბათუმი
  • რუსთავულმა კლუბმა ლიდერების მატჩი მოიგო და პირველ ადგილზეა

რუსთავის ხარებმა დიდი 10-ის პირველი წრის ბოლო ტურში ბათუმს უმასპინძლა და მეტოქეს 7 ქულით, 17:10 მოუგო. მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლოს ირაკლი ჩომახაშვილის ლელოთი დაწინაურდნენ, რომელიც ბათუმელებმა მეორე ტაიმის 45-ე წუთზე გაქვითეს - თავი სანდრო ქოიავამ გამოიჩინა, ხოლო მისი ლელო კობა ბუჯიაშვილმა გარდასახა - 7:7.

მასპინძლების კიდევ ერთი ლელო ბაქარ ზედგინიძის ანგარიშზეა, რომელმაც რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ბათუმს ლამაზი ლელო დაუდო. რუსთავის ხარებმა 17:10 მოიგო და 29 ქულით ჩემპიონატის ლიდერია. ბათუმი ლიდერ კლუბს ერთი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები