Thumbnail
  • ენისეი 22:49 დრაგონსი
  • დავით მესხმა უორჩესტერის შემდეგ დრაგონსიც დაალელოვა

დავით მესხის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მიხეილ გაჩეჩილაძის ენისეიმ ჩელენჯ ქაფის მეორე ტურის მატჩში უელსურ დრაგონსს უმასპინძლა და 22:49 წააგო.

სამივე ქართველი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში იყო. მესხმა 71-ე წუთზე ლელოც მიითვალა და ამგვარად, თავის გამოჩენა ჩელენჯ ქაფის ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა. მან პირველ ტურში ლელო ინგლისურ უორჩესტერ უორიორსსაც დაუდო.

ენისეის 2 მარცხი მოუგროვდა, მე-3 ტურში შინ ფრანგული კასტრს დაუხვდება, შემდეგ კი, რუსული კლუბი ყველა მატჩს სტუმრად ჩაატარებს.

დავით მესხის ლელო უელსური დრაგონსის წინააღმდეგ

დავით მესხის ლელო უელსური დრაგონსის წინააღმდეგ

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 22 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები