Thumbnail

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ტოტენჰემში მომხდარ ცვლილებებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ჰოთსპურმა ორიოდ დღის წინ მაურისიო პოჩეტინო გაანთავისუფლა და მის ნაცვლად ჟოზე მოურინიო მოურინიო დანიშნა, რაც მსოფლიო ფეხბურთში უმთავრეს თემად იქცა.

“მაურისიომ ტოტენჰემში ფანტასტიური სამუშაო ჩაატარა. ის ჩინებული ბიჭია. პრემიერლიგაში პირველად სწორედ მის გუნდს ვეთამაშე, ამდენად, ჩვენ განსაკუთრებული ისტორია გვაქვს. ახლა, პოჩეტინოს სახელს ყველა იმ გუნდს დაუკავშირებენ, სადაც კი ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყება.

მჯერა, მაურისიოს ყველაფერი კარგად ექნება, თუმცა კი, მისი დათხოვნა დიდი მოულოდნელობა იყო და თავიდან ვერც კი ვიჯერებდი. იმედი მაქვს, ახლა, რამდენიმე კვირის განმავლობაში კარგად მაინც დაისვენებს”, - განუცხადა კლოპმა Liverpoolecho-ს.

ამასთან, გერმანელმა სპეციალისტმა მოურინიოსაც მიმართა და მას ახალ პოსტზე დანიშვნა მიულოცა.

“კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ჟოზე! მიხარია, რომ ის ისევ აქ არის. ყველაფერი რა მალე იცვლება. 5 თვის წინ, პოჩეტინიოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიყავით, ახლა კი, ის თავისუფალია”.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს პრემიერლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი ხელმძღვანელობით, ჩელსიმ პრემიერლიგა 3-ჯერ (2005, 2006 და 2015 წლები) მოიგო, 2016-18 წლებში კი მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა.

ჟოზეს ხელმძღვანელობით, ტოტენჰემი პირველ მატჩს 23 ნოემბერს ვესტ ჰემთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები