Thumbnail
  • წარმატების შემთხვევაში, ვაისის ნაკრები C ან F ჯგუფში ითამაშებს
  • ფინალური ეტაპის წილისყრა 30 ნოემბერს არის დაგეგმილი

ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჯგუფში ან უკრაინა-ჰოლანდიასთან მოხვდება ანაც – გერმანიასთან.

შეგახსენებთ, რომ ფინალში გასვლის შანსი მას შემდეგ გაიზარდა, რაც დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსთან საქართველოში დაგეგმილ ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები, საპლეიოფო D ჯგუფის ფინალსაც შინ ჩაატარებს (ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში უმჯობესთან).

📋 მეტი ამ თემაზე:

ვინაიდან ევროპის მომავალი ჩემპიონატი ერთბაშად 12 ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, გუნდების ჯგუფებში გარკვეული გადანაწილების შესახებ უკვე ცნობილია.

ქართული ფეხბურთის ქომაგთათვის შემდეგი ფაქტორია საინტერესო: თუკი ვლადიმირ ვაისის ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე გასვლა შესძლო, მხოლოდ 2 შესაძლო ვარიანტი აქვს.

თუ A ჯგუფის პლეი-ოფში მოთამაშე ნაკრებთაგან საგზური ისლანდიას, ბულგარეთს ან უნგრეთს ერგო, საქართველო ფინალური ეტაპის C ჯგუფში უკრაინასთან და ჰოლანდიასთან მოხვდება, ხოლო თუკი რუმინეთმა იმარჯვა, მაშინ F ჯგუფში გერმანიასთან ვითამაშებთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალური რაუნდის ჯგუფები საბოლოო სახეს 30 ნოემბერს დაგეგმილი წილისყრის შემდეგ მიიღებს, მანამდე კი, ამგვარი სიტუაცია გვაქვს.

A ჯგუფი: იტალია, უელსი/ფინეთი
B ჯგუფი: ბელგია, რუსეთი, დანია, უელსი-ფინეთი
C ჯგუფი: უკრაინა, ჰოლანდია, საპლეიფო A ან D ჯგუფის გამარჯვებული
D ჯგუფი: ინგლისი, საპლეიფო C ჯგუფის გამარჯვებული
E ჯგუფი: ესპანეთი, საპლეიფო B ჯგუფის გამარჯვებული
F ჯგუფი: გერმანია, საპლეიფო A ან D ჯგუფის გამარჯვებული

კომენტარები

ბოლო ამბები