Thumbnail
  • 21 წლის ფეხბურთელი ლა მასიას აკადემიაში ირიცხებოდა
  • მიმდინარე სეზონის აღმოჩენის იტალიაში ხილვა სარის სურს

დანი ოლმო მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა. ესპანელი დინამო ზაგრებში კარგად ასპარეზობს და რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიქცია. ოლმოს გასულ კვირას დებიუტი ჰქონდა ესპანეთის ნაკრებში, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

სხვადასხვა ევროპული მედია წერს იმის შესახებ, რომ დანის ბევრი მსურველი ჰყავს. Tuttosport-ის ინფორმაციით, შემტევი ნახევარმცველის დამატება უნდა ტურინის იუვენტუსს. 21 წლის ფეხბურთელის იტალიაში ხილვა განსაკუთრებით სურს მაურიციო სარის, რომელიც მიიჩნევს, რომ კლუბს გაახალგაზრდავება ესაჭიროება. დანის და პაოლო დიბალას შეწყვილება კი გუნდისთვის კარგი იქნება.

ოლმოს ნაკრებში დებიუტი გასულ კვირას ჰქონდა

Mundo Deportivo-ის ინფორმაციით, ოლმოს კლუბში დაბრუნება უნდა კატალონიის ბარსელონას. ესპანელი ბავშვობაში ლა მასიას აკადემიაში გამოდიოდა, თუმცა ბარსელონა 16 წლის ასაკში დატოვა და ხორვატიას მიაშურა. მისი დაბრუნება კი ესპანური გრანდისთვის პროდუქტიული იქნება, რადგან დანის ნახევარდაცვის გარდა, ფლანგზე თამაშიც შეუძლია.

მეტი ამ თემაზე: 'აბსურდში მიდიხარ' - როგორ გაცვალა დანი ოლმომ ბარსელონა ზაგრების დინამოზე

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელით მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდება. "წითელი ეშმაკების" რიგებში რამდენიმე კარგი ახალგაზრდა ასპარეზობს. იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის ამოცანაც ეს არის, რომ კლუბი ახალგაზრდა მოთამაშეების გარშემო ააშენოს, რისთვისაც დანი ოლმო ნამდვილად გამოადგება.

ესპანელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 6 გოლი აქვს გატანილი და ამავე როდენობის საგოლე გადაცემა შესრულებული.

კომენტარები

ბოლო ამბები