Thumbnail

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა საქართველოსთან გაისად მარტში დაგეგმილ მატჩზე ისაუბრა.

ბელარუსების თავკაცმა კომენტარი დღეს ნიონში გამართული ევრო 2020-ს პლეი ოფის წილისყრის შემდეგ გააკეთა, რომლის თანახმადაც, საქართველო-ბელარუსის წყვილში გამარჯვებული ფინალური ეტაპის საგზურისთვის ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს მატჩში უმჯობესს შინ ეთამაშება.

“ჩვენთვის მძიმე და საპასუხისმგებლო მატჩი იქნება. მთელი სერიოზულობით ვემზადებით და ძალიან გვინდა, ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ფინალურ ეტაპზე არასდროს გვითამაშია და ამდენად, ეს, ხალხისთვის ნამდვილი დღესასწაული და დიდი მოვლენა იქნება”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩი 26 მარტს შედგება, D ჯგუფის ფინალი 31 მარტს გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები