Thumbnail

'თასების მომგები კაცი ჩვენთანაა!' - პოჩეტინო ლონდონში აღარავის ახსოვს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტოტენჰემის ფანებმა მოურინიოზე ისაუბრეს
  • "პოჩი ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველა ისტორიას აქვს დასასრული..."

ოთხშაბათი ბრიტანულმა პრესამ დიდი სენსაციით დაიწყო - ტოტენჰემ ჰოთსპურის დირექტორმა დენიელ ლევიმ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა და მის ნაცვლად საქმე ჟოზე მოურინიოს ჩააბარა.

პოჩეტინომ ტოტენჰემი პრემიერლიგის და ზოგადად ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ წამყვან ძალად აქცია, რის გამოც ის ჩრდილოეთ ლონდონში ძალიან უყვართ, თუმცა ბოლო თვეების მანძილზე გუნდში შექმნილი კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, ფანები თვლიან, რომ ლევი სწორად მოიქცა.

"ყველა იმაზე დაგვცინის, რომ თასებს ვერ ვიგებთ 'ახალ სტადიონზე ვიყავი და თასების კაბინეტი ვერ ვნახე' - ეს ხუმრობა აღარ მინდა მოვისმინო..." 

თუმცა, ლევისადმი აზრი ფანებმა ალბათ უფრო მას შემდეგ შეიცვალეს, რაც "პოჩის" შემცვლელის გვარი გაჟღერდა - ჟოზე მოურინიო! სკაი სპორტსმა ამაზე აზრი სპურსის ყოფილ ნახევარმცველს - ჯეიმი ოჰარას (ტოტენჰემი 2005-11) და სეზონის ბილეთის მქონე 2 ქომაგს ჰკითხა.

"გაოცებული ვარ ამ სიახლით... რამდენი წელია თასი არ მოგვიგია? მგონი 11..." - ამბობს მეთიუ სპურსის გულშემატკივარი. "პოჩი ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველა ისტორიას აქვს დასასრული... ახლა მთავარ მწვრთნელად თასების მომგები კაცი გვყავს, მისი კარიერა ყველაფერზე მეტყველებს."

კომენტარები

ბოლო ამბები