Thumbnail

ნორვეგიამ გერმანიას გადაუფრინა | პიონჩანი 2018, X დღე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პიონჩანში მედლების 3 კომპლექტი გათამაშდა.
  • 3-დან 2 ოქრო ნორვეგიელებმა მოიგეს. 
  • პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 19 თებერვალს სულ სამი მედლების კომპლექტი გათამაშდა. 

მფრინავი ნორვეგიელები

ჩემპიონი გუნდი

ტრამპლინიდან მხტომელთა გუნდურ შეჯიბრებაში მფრინავმა ნორვეგიელებმა აჯობეს გერმანელებს და ისტორიაში პირველად მოიპოვეს ოქროს მედალი გუნდურში. 

ფინალურ სერიაში ყველაზე შორეული ნახტომის ავტორია დანიელ ანდრე ტანდე - 140,5 მ.

ტრამპლიდიდან ხტომაში მნიშვნელობა ენიჭება, როგორც მანძილს, ასევე ნახტომის შესრულებისა და დაშვების ტექნიკურ მახასიათებლებს. გუნდურში მნიშვნელობა ენიჭება ოთხივე წევრის ქულების ჯამს. 

გერმანელებმა წააგეს, არადა, ოქროს მოპოვების შემთხვევაში ეს ქვეყანა მედლების საერთო ჩათვლაში კვლავ დაწინაურდებოდა. სხვათა შორის, ეს დისციპლინა ნორვეგიელების გამოგონილია, თუმცა აქამდე მათ ოლიმპიადაზე არასოდეს გაუმარჯვიათ. 

პოდიუმი.

1. ნორვეგია 

2. გერმანია 

3. პოლონეთი 

კანადა პირველია

კანადა ოლიმპიური ჩემპიონია

ორადგილიან ბობსლეიში ოქროს მედლები კანადურმა და გერმანულმა წყვილებმა გაინაწილეს. გერმანელებმა და კანადელებმა ერთნაირი დრო აჩვენეს! ეს ბოლო 20 წელიწადში პირველი შემთხვევაა. მესამე ადგილი ლატვიის გუნდმა დაიკავა - ბოლო ჩამოსრიალებაზე ლატვიელებმა იყოჩაღეს, თუმცა ლიდერების დაწევა ვეღარ შეძლეს.

პოდიუმი

1. კანადა, გერმანია 

3. ლატვია

ოქრო და ოლიმპიური რეკორდი

ჰავარდ ლორენცენი

მოულოდნელი ფინალი გველოდა ვაჟ მოციგურავეთა სპრინტში - პოდიუმზე ერთი ჰოლანდიელიც არ ასულა! ოქრო ნორვეგიელმა ჰავარდ ლორენცენმა მოიგო ახალი ოლიმპიური რეკორდით. 

პოდიუმი

1. ჰავარდ ლორენცენი (ნორვეგია) - 34,41 წამი

2. მინ კიუ ჩა (ს. კორეა) - +0.01

3. ტინგიუ გაო (ჩინეთი) - +0.24

►  დაუჯერებელი ამბავი | ნათხოვარი თხილამურით მოგებული ოქრო

►  კიმ ჩენ ინის გოგონების მძიმე ცხოვრება - როგორ გადამალეს ჩრდილოკორეელი ფანები

კანადელ ფიგურისტთა მსოფლიოს ახალი რეკორდი

კომენტარები

ბოლო ამბები