Thumbnail

ბოლქვაძე 1/4-ფინალში დამარცხდა – მარიამი მომავალ კვირაშიც იტალიაში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელ ხორვატ მეტოქესთან დამარცხდა
  • მარიამ ბოლქვაძეს WTA-ს რეიტინგში 155-ე ადგილი უკავია

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე იტალიის ქალაქ სოლარინოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მე-2 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ აპენინებზე ორ მეტოქეს აჯობა, დღეს კი, მე-7 რეიტინგის მქონე ხორვატ იანა ფეტს გაეჯიბრა და 2:6, 3:6 დამარცხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მარიამი სოლარინოში რჩება და მომავალ კვირაში დაგეგმილ კიდევ ერთ 25-ათასიან შეჯიბრში მე-3 განთესვით ჩაებმება.

ვთქვათ ისიც, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიმდინარე რეიტინგში ბოლქვაძეს 385 ქულა აქვს და 155-ე ადგილზე იმყოფება, რაც მის კარიერულს რეკორდს 2 პოზიციით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები