- ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში განახლდა საქართველოს ჩემპიონატი
გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში განახლდა საქართველოს ჩემპიონატი უფროსი ასაკის გოგონებს შორის. პირველ დღეს გამარჯვებები მოიპოვეს ლიდერებმა: ყვარლისა და სამტრედიის გუნდებმა.
შარშანდელმა ჩემპიონმა, ყვარელმა 27:18 დაამარცხა ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ტყიბული, ხოლო ვერცხლის პრიზიორმა სამტრედიამ 30:8 მოუგო თელავს. ლიდერთა შეხვედრა 23 ნოემბერსაა დანიშნული, ხოლო ამ ორ გუნდს კვალში უდგანან ტყიბული, ფოთის ოქროს ვერძი და თბილისის მამული.
სულ, 22-25 ნოემბერს გლდანის დარბაზში ჩემპიონატის მონაწილე 13 გუნდი კიდევ 35 მატჩს გამართავს, რის შემდეგაც დასრულდება პირველი წრე. ჩემპიონი ორწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.
გოგონები, უფროსი ასაკი (2004-05)
სამტრედია 30:8 თელავი
აჭარა 13:22 გორი
წყალტუბო 12:22 მამული
ბათუმი 12:26 პეგასი
ტყიბული 18:27 ყვარელი
ქუთაისი 0:17 ქარიშხალა
თელავი 17:28 ფოთი
კომენტარები