Thumbnail

რონალდო ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს - სარიმ მიზეზი დაასახელა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • "99%-ით ბერგამოში არ გვეყოლება"
  • შაბათს იუვე ატალანტას დაუპირისპირდება

კრისტიანო რონალდო შაბათს ბერგამოშიატალანტასთან მატჩს გამოტოვებს - ამის მიზეზად მაურისიო სარიმ სანაკრებო შესვენებაზე მიღებული მიკრო-ტრავმა დაასახელა.

"სანაკრებო შეკრებაზე თავს ცუდად გრძნობდა, ატალნტასთან 99%-ით არ ითამაშებს. ახლა მთავარია მისი გამოჯანმრთელება ატლეტიკოსთან შეხვედრისთვის მოვასწროთ" - ამბობს სარი.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი ატალანტას შაბათს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდება. 12 ტურის შემდეგ ტურინელები სერია A-ში 32 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები