Thumbnail

NBA | იანისის სამმაგი - მელომ პორტლენდს მილუოკისთანაც ვერ უშველა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილუოკი 137:129 პორტლენდი
  • მასპინძელთა ბერძენმა ფორვარდმა 24 ქულა, 19 მოხსნა და 15 პასი მიითვალა
  • კარმელო ენტონიმ იბრძოლა, მაგრამ პორტლენდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა 

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს მილუიკი ბაქსმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი მიიღო და იანის ანტეტოკუნმპოს სამმაგი დუბლის წყალობით, მეტოქე 8 ქულის სხვაობით დაამარცხა. 

არენა "ფეისერვ-ფორუმზე" მასპინძლებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს - პირველი მეოთხედი 10-ქულიანი უპირატესობით (37:27) მოიგეს, დიდი შესვენების წინ კი ანგარიში 72:58 იყო მათ სასარგებლოდ. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, მესამე და დასკვნითი მეოთხედი უკეთესადაც ჩაატარეს, მაგრამ მილუიკიმ უპირატესობის შენარჩუნება საბოლოოდ მაინც მოახერხა.

იანისმა მიმდინარე სეზონში სამმაგი დუბლი მეორედ შეასრულა

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო იანისი იყო. ბერძენმა თამაში 24 ქულით, 19 მოხსნითა და 15 პასით დაასრულა და გახდა კლუბის პირველი კალათბურთელი, რომელმაც ერთ თამაშში მინიმუმ 20 ქულა, 15 მოხსნა და 15 პასი მიითვალა. 30 ქულა იყო ერიკ ბლედსოს ანგარიშიზე. 

სტუმართა რიგებში სი ჯეი მაკოლუმი გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 37 ქულა, 10 პასი. ორმაგი დუბლი ჰქონდა სკალ ლაბისიესაც - 22 ქულა, 12 მოხსნა. რაც შეეხება ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე წინა მატჩში დაბრუნებულ კარმელო ენტონის, 35 წლის ლეგენდა პორტლენდს ამჯერად 18 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა. 

📺 იანისის სამმაგი პორტლენდთან

მილოუიკიმ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა და 15 მატჩში 12 მოგებით, აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრლს ლიდერობს. მომდევნო მატჩში, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება, იანისის გუნდი დეტროიტ პისტონსს უმასპინძლებს. 

პორტლენდი, რომლისთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხია, 16 მატჩში სულ 5 მოგებით, დასავლეთის ცხრილში, ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა გუნდს 24 ნოემბერს, სტუმრად კლივლენდთან უწევს.
 

კომენტარები

ბოლო ამბები