Thumbnail
  • 38 წლის შვედი ფორვარდი ჯერ არ აპირებს კარიერის დასრულებას
  • მილანი ზლატან იბრაჰიმოვიჩს 18 თვეში 6 მილიონ ევროს სთავაზობს

38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლოს ანჯელეს გალაქსი დატოვა, თუმცა ჯერ არ აპირებს საფეხბურთო კარიერის დასრულებას და ახალი კლუბის ძიებაშია. ლეგენდარული შვედის მიმართ იტალიური კლუბები იჩენენ ინტერესს, ყველაზე მეტად კი მილანი, ნაპოლი და ბოლონია აქტიურობენ.

იტალიური სპორტული მედიის ცნობით, ზლატანთან უკვე დაიწყეს მოლაპარაკების პროცესი მილანის ხელმძღვანელებმა. როსონერი შვედ თავდამსხმელს 18-თვიან ხელშეკრულებას და ჯამში 6 მილიონ ევროს სთავაზობს. იბრაჰიმოვიჩი იტალიური კლუბის წარმომადგენელს, ზვონიმირ ბობანს ელაპარაკა და შეპირდა მას, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს ორ კვირაში მიიღებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში 2010-2012 წლებში თამაშობდა. როსონერის შემადგენლობაში 60-ზე მეტი მატჩი გამართა და 42 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები