Thumbnail
  • ესპანური გრანდის ხელმძღვანელები ასეთ შესაძლებლობას მხოლოდ ზაფხულში უშვებენ
  • უახლოეს დღეებში, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყება

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურას განიხილავს. თუმცა, ესპანური გრანდის ხელმძღვანელები ასეთ შესაძლებლობას მხოლოდ ზაფხულში უშვებენ, ანუ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

რეალის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს არ სურს ზინედინ ზიდანის გათავისუფლება შუა სეზონში, თუმცა მასთან არც კონტრაქტის გახანგრძლივების სირვილი აქვს. სწორედ ამიტომ გაჩნდა პოჩეტინოს ვარიანტი და როგორც ამბობენ, უახლოეს დღეებში, მოლაპარაკების პროცესი დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში, ლოდონური გუნდი არგენტინელმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები