Thumbnail

რონალდომ თანაგუნდელებს ბოდიში არ მოუხადა და მათ ეს არ შეიმჩნიეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სანაკრებო პაუზა დასრულდა და ფეხბურთელები კლუბებს დაუბრუნდნენ
  • მსუბუქი ტრავმის გამო, რონალდომ ინდივიდუალურად ივარჯიშა

სანაკრებო პაუზა დასრულდა და ფეხბურთელები კლუბებს დაუბრუნდნენ. 'გაძეტა დელო სპორტის' მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინში დაბრუნებულმა კრიშტიანო რონალდომ მუხლზე მსუბუქი ტრავმის გამო, ინდივიდუალურად ივარჯიშა.

იტალიური სპორტული მედია ვარაუდობდა, რომ ტურინში დაბრუნების პირველივე დღეს, რონალდო დემონსტრაციულად მოუხდიდა ბოდიშს მთელ გუნდს იმის გამო, რაც 'სან სიროზე' მილანთან თამაშისას გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მატჩის მეორე ნახევარში, რონალდო მაურიციო სარიმ შეცვალა, გაბრაზებული პორტუგალიელი კი სათადარიგოთა სკამზე არ დარჩა და სტადიონი ნაადრევად დატოვა.

'გაძეტა დელო სპორტის' ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანომ ბოდიში არ მოიხადა, ამის გამო გუნდში ვითარება არ გამწვავებულა. იუვეს სხვა ფეხბურთლებმა არც შეიმჩნიეს ეს ამბავი და მშვიდად ჩაამთავრეს ვარჯიში.

კომენტარები

ბოლო ამბები