Thumbnail

'ნახეთ მისი პასები? შორეული სროლები? ბრწყინვალე იყო' - მწვრთნელი ბეჟანიშვილზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი ბეჟანიშვილი ილინოისის მწვრთნელმა შეაქო
  • ქართველის ახალი როლი გუნდში

NCAA-ს შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა გიორგი ბეჟანიშვილმა წლევანდელი სეზონი მძიმედ დაიწყო. ამის მიზეზი კოფი კოკბერნის დამატებაა. ახალბედა იამაიკელს მხოლოდ ცენტრზე შეუძლია თამაში, ამიტომაც ქართველმა პოზიცია შეიცვალა. ადაპტაცია რამდენიმე მატჩი გაგრძელდა და ახლა ბეჟანიშვილი ძველებურად ათამაშდა.

21 წლის ბეჟანიშვილმა ბულდოგსთან 85:57 მოგებულ შეხვედრაში 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 20 წლის კოკბერნმა კი 18 ქულა და 17 მოხსნა.

📺 მატჩის ჰაილაითები

STLtoday.com წერს, რომ ბეჟანიშვილი და კოკბერნი მოედანზეც და მის გარეთაც კარგად უგებენ ერთმანეთს. "კოფის თამაშით კმაყოფილი არ ვარ. ვუთხარი, რომ ყოველ თამაშში 20 მოხსნა მაინც უნდა გააკეთოს. მას მეტი შეუძლია", - განაცხადა ქართველმა ფორვარდმა.

მწვრთნელი ბრედ ანდერვუდი ორივეს თამაშით კმაყოფილია, მაგრამ განსაკუთრებით ბეჟანიშვილი გამოარჩია: "ვფიქრობ, ეს გიორგის საუკეთესო თამაში იყო სეზონში. ის ბრწყინვალედ მოერგო თავის ახალ როლს გუნდში. ნახეთ მისი პასები? მისი შორეული სროლები? დღეს ის ბრწყინვალე იყო".

"ბულდოგსის ბიჭებს შევაქებ, ისინი ბოლომდე არ ნებდებოდნენ, ჩემი პატივისცემა მათ", - განაცხადა გიორგიმ. შაბათს ილინოისის უნივერსიტეტი ჰემპტონს მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები