Thumbnail

ბოლქვაძე მეოთხედფინალშია – მარიამმა გზიდან 2 მეტოქე ჩამოიცილა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელ და ესპანელ მეტოქეებს აჯობა
  • მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალის საგზურისთვის ხვალ იბრძოლებს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე იტალიის ქალაქ სოლარინოში იმყოფება, სადაც 25-ათასიანი საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.

ბოლქვაძე შეჯიბრში მე-2 განთესვით ჩაება და უკვე 2 გამარჯვება იზეიმა. მარიამმა საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ დესტინ მარტინსს (დიდი ბრიტანეთი) 6:3, 6:2 სძლია, მერვედფინალში კი ასევე კვალიფიკანტ ხულია პაიოლას (ესპანეთი) 6:7 (5:7), 6:1, 6:0 მოუგო.

უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში ბოლქვაძის მეტოქე მე-7 რეიტინგის მქონე ხორვატი იანა ფეტი იქნება. ამ უკანასკნელმა გზიდან იტალიელი ფედერიკა ბილარდო და შვეიცარიელი სუსან ბანდეჩი ჩამოიცილა.

წყვილთა ტურნირში მარიამმა და ჩეხმა მონიკა კილნაროვამ იტალიელები მატილდა პაოლეტი და ბეატრის რიკი 7:6 (9:7), 6:2 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი იტალიელ კლაუდია ჯიოვინესთან და ხორვატ ტერეზა მრდეზასთან 4:6, 2:6 წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები