Thumbnail

მიხეილ აშვეთიას ეფექტური დარტყმა - ვეტერანი ფორვარდი ფორმაშია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქუთაისის ტორპედომ სოციალურ ქსელში მიხეილ აშვეთიას ვიდეო გაავრცელა
  • ვეტერანმა ვარჯიშზე ეფექტური დარტყმა განახორციელა

ქუთაისის ტორპედომ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც გუნდის მწვრთნელი, მიხეილ აშვეთიაა ყურადღების ცენტრში. როგორც ვიდეოდან ჩანს, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ვეტერანი ფორვარდი, დღესაც ფორმაშია. განსაკუთრებით ეფექტურია მისი დარტყმა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ.

მიხეილ აშვეთიამ ახალგაზრდობა გაიხსენა

😲 მიხეილ აშვეთიამ გუნდის ვარჯიშზე ახალგაზრდობა გაიხსენა. 🔥

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2019

42 წლის აშვეთია ტორპედოს სამწვრთნელო შტაბშია და კახა ჩხეტიანის თანაშემწეა. ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის მანძილზე მას ბევრ გუნდში აქვს ნათამაშები - მათ შორის ქუთაისის ტორპედოში, თბილისის დინამოში, ვლადიკავკაზის ალანიაში, მახაჩკალის ანჟიში და მოსკოვის ლოკომოტივში.

კომენტარები

ბოლო ამბები