Thumbnail

არაბიძემ ოპერაცია გაიკეთა - როდის დაბრუნდება ქართველი ნახევარმცველი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი არაბიძემ თურქეთში კოჭის ოპერაცია გაიკეთა
  • მას ფეხბურთი 11 ოქტომბრის მერე არ უთამაშია

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ადანასპორის ნახევარმცველმა გიორგი არაბიძემ თურქულ კლინიკაში კოჭის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. როგორც თურქული გამოცემები ირწმუნებიან, არაბიძეს 3-4 თვით იძულებითი უქმობა მოუწევს. 

No problem... Everytime with me ♥️♥️♥️ MOM

Posted by Giorgi Arabidze on ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2019

21 წლის არაბიძე თურქულ ადანასპორში პორტუგალიური ნასიონალიდან იჯარით თამაშობს. მან 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ბოლოს ადანასპორის მაისურა კი 6 ოქტომბერს მოირგო. 

ქართველ ფეხბურთელს 11 ოქტომბრის მერე არ უთამაშია, როცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიასთან 1:2 დამარცხდა, ქართველთა ერთადერთი გოლი კი სწორედ მან გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები