Thumbnail

ექიმმა მორაგბე 'შებოჭა' - კურიოზული მომენტი ქართულ ლიგაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • Rugbydump.com საქართველოში მომხდარ ეპიზოდს გამოეხმაურა
  • ცნობილმა ვებგვერდმა ვიდეო სახალისო კომენტარით გამოაქვეყნა   

საქართველოს 17-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის მორიგ ტურში მომხდარმა კურიოზულმა მომენტმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა.

თბილისური ხვამლის ფიზიოთერაპევტი, რომელიც ერთ-ერთი მორაგბის დასახმარებლად იყო შესული, მინდვრის დატოვებას ცდილობდა, თუმცა, ეს, ხიფათის გარეშე ვერ მოახერხა, გზად მეტოქე გუნდის მორაგბეს დაეჯახა, წააქცია და სირბილი ისე განაგრძო.

აღნიშნული ეპიზოდის ვიდეო ცნობილმა სარაგბო ვებ-გვერდმა Rugbydump.com გამოაქვეყნა და სახალისო კომენტარიც გაუკეთა.

“საქართველოს 17-წლამდელთა ლიგაში ფიზიო მოედნიდან გასვლას ცდილობდა, როდესაც დაავიწყდა სად იყო ან საით უნდა წასულიყო. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს”.

ცხადია, აღნიშნული საიტი ხუმრობით იმაზე მიანიშნებს, რომ ხვამლის წარმომადგენელს ჩინებული "ბოჭვა" გამოუვიდა...

კომენტარები

ბოლო ამბები