Thumbnail
  • Tuttosport-მა Golden Boy 2019-ის 20 ნომინანტიდან 3 დატოვა
  • სიაში თითო გერმანელი, ინგლისელი და პორტუგალიელი ფეხბურთელია

იტალიურმა Tuttosport-მა Golden Boy 2019-ის პრიზის პრეტენდენტთა რიცხვი 20-დან 3-მდე შეამცირა. ტრადიციულად, გაზეთი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა (21-წლამდელ) ფეხბურთელს ავლენს. პრიზისთვის ბრძოლას აგრძელებენ: გერმანელი კაი ჰავერტცი (ლევერკუზენი), ინგლისელი ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) და პორტუგალიელი ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო). 

გამარჯვებულს 27 ნოემბერს სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაასახელებენ, გალა-დაჯილდოება კი 16 დეკემბერს გაიმართება. მთავარი პრიზის გარდა კიდევ 7 სხვა პრიზისა (მათ შორის, Golden Girl) და 3 სპეციალური ჯილდოს მფლობელი დაჯილდოვდება. 

შეგახსენებთ, რომ Golden Boy 2018 მატეის დე ლიხტი გახდა. აიაქსის ყოფილი ლიდერი ახლა ტურინის იუვენტუსში თამაშობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები